კახა კალაძე - დედაქალაქის მერია არის სახელმწიფო სახელმწიფოში - სხვაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა ჩემს უწყებაში დახარჯულ თანხებზე პასუხისმგებელი ვარ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი უწყებიდან დახარჯულ თანხებზე პასუხისმგებლობას იღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კალაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 931 281 ლარი „შეიძლება არც იყოს ბევრი“.

„დედაქალაქის მერია არის სახელმწიფო სახელმწიფოში. იმხელა უწყებაა. თავისი საქალაქო სამსახურებით, რაიონებით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობასთან გვიწევს კომუნიკაცია და ის თანხები, რაც იხარჯება ამ კუთხით, მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას; გავაცნოთ არსებულ პროექტებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა, რა პრობლემებია, სად გვიჭირს, სად გვაქვს დეფიციტური თემები, რა კეთდება და ა.შ. შესაბამისად, ეს კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. შეიძლება ეს თანხა არც იყოს ბევრი, ჩვენ თუ ავიღებთ მთლიანად ხელისუფლებას. სხვა უწყებებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა ჩემ უწყებაზე, პასუხისმგებელი ვარ დახარჯულ თანხებზე“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2018 წელს 194 საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონ ლარით გაიზარდა, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს - 51 თანამშრომელი, შემდეგ არის განათლების სამინისტრო - 49 თანამშრომელი, თბილისის მერია - 43 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 41 თანამშრომელი, პარლამენტი - 36 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტრო - 21 თანამშრომელი, შსს-ს აკადემია - 20 თანამშრომელი, ცესკო - 16 თანამშრომელი, რუსთავის მერია - 16 თანამშრომელი.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს - 1 185 962 ლარი, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი 1 114 251 ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 053 271 ლარი. თბილისის მერიას კი ამ მიმართულებით 931 281 ლარი აქვს გამოყოფილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს