განათლების სამინისტრო - ინფორმაცია უწყების მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული ადამიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ “ განათლების სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული ადამიანების შესახებ” ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს სახელწოდება არასწორად (სავარაუდოდ, მიზანმიმართულად) არის მითითებული. 2018 წელს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდგომ მას ეწოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (და არა მითითებული სახელწოდება „განათლების სამინისტრო“). შესაბამისად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, რომლებიც ამ უწყებებში ცალ-ცალკე არსებობდნენ, გაერთიანდნენ.

გაერთიანების შედეგად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩამოყალიბდა ერთი - სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი. გარდა იქამდე არსებული საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამმართველოებისა, აღნიშნულ დეპარტამენტს დაემატა პროტოკოლის სამმართველო, ცხელი ხაზი და ახალი - კოორდინაციის სამმართველო, ვინაიდან სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა, არაერთი მიმართულების (განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი) გარდა, ფუნქციონირებს რამდენიმე ათასი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

გაერთიანებისა და დამატებული სამმართველოების მიუხედავად, დეპარტამენტში დღეს არსებული თანამშრომლების რაოდენობა არის არა 49 (როგორც ანგარიშშია მითითებული), არამედ 41, რაც იქამდე ცალ-ცალკე არსებულ სამმართველოებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაზე ნაკლებია“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა