ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხები განიხილეს. უწყების ხელმძღვანელმა ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იაპონის, როგორც ქართული ღვინისთვის პერსპექტიულ და საინტერესო ბაზარზე გაამახვილა.

„ბოლო წლებში, ქართული ღვინისადმი ინტერესესი აზიურ ბაზრებზე სულ უფრო მზარდია. სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ ღონისძიებებს ბაზრების დივერსიფიკაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ქვეყნებში, მათ შორის, იაპონიაში. მიმდინარე წელს, ტოკიოში გამართული მასშტაბური გამოფენის ,,საქართველო ღვინის სამშობლო“ შემდეგ, ღვინის ექსპერტები ქართული ღვინით, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოებით, სულ უფრო მეტად ინტერესდებიან. შეფასებებიც ძალიან პოზიტიურია. შესაბამისად, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას იაპონიის ბაზარზე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქართულ მხარეს, რათა უნიკალური ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში გაიზარდოს. პოზიტიური შედეგის მისაღწევად, შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ერთობლივად განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის არა მხოლოდ მცირე მარნების ნიშური პროდუქციის, არამედ მსხვილი კომპანიების წარმოებული ღვინის პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.

უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კოოპერაციისა და ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო