ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით CERN-ის მეცნიერი გაბრიელა პულიეზე იმყოფებოდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო კოლაბორაცია CMS-ჯგუფის RPC-სუბდეტექტორის ხელმძღვანელი, ბარის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელა პულიეზე იმყოფებოდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი პულიეზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილსა და სტუ-ის CMS-ექსპერიმენტის ჯგუფის წევრებს შეხვდა. მხარეებმა CERN-ის აღნიშნული ექსპერიმენტის მოდერნიზების საკითხები განიხილეს და მასში ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომ ჩართულობაზე იმსჯელეს, „რაც ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი პროცესია, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არაერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს CERN-თან“.

შეხვედრაზე იტალიელმა პროფესორმა ყურადღება გაამახვილა იმ სოლიდურ წვლილზე, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს CMS-ექსპერიმენტში, კერძოდ კი RPC-სუბდეტექტორის შექმნაში შეაქვს და დადებითად შეაფასა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან CERN-თან კოლაბორაციაში მყოფი ქართველ მეცნიერთა ჯგუფის სერიოზული მხარდაჭერა.

როგორც გაბრიელა პულიეზემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია RPC-სუბდეტექტორის შექმნის პროცესში და ამასთან, ნაყოფიერად თანამშრომლობს CMS-ექსპერიმენტის სხვა სუბდეტექტორების ჯგუფებთან.

არჩილ ფრანგიშვილმა სტუმარს დეტალურად გაააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები და სამომავლო გეგმები. როგორც რექტორმა განაცხადა, ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობო მზაობას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი CERN-ის CMS-ექსპერიმენტში მონაწილე სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო