გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ანაპის 414-ე დივიზიის, ვანათის, დომენტი ჟღენტის, ღრმაღელეს, მუხრანის, ეფრემ ზაქარაიას, ინწკირველის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, სამღერეთის, ლადო მესხიშვილის, ლევან ცქიტიშვილის და კონდოლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, კიკეთისა და ბეთანიის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 11 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, მოსკოვის გამზირის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ზურაბ ჩაჩუას, ალექსანდრე წულუკიძის, ნოე რამიშვილის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, შანიძის, ხორავას და ჯანაშიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების და დავით ჯაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, არქანჯელო ლამბერტის, ჰაინრიხ კლაპროთის, კრისტიან სტივენის, იაკობ რაინეგსის, კრისტოფერო კასტელის, ოსკარ შმერლინგის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის და თინათინის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს