არსებული ინფორმაციით, ხაშურში მამაკაცმა ჯერ სილამაზის სალონში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ჭრილობები მიაყენა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი მათ შორის ოფიციალური განქორწინებაა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო და ცოლ-ქმარს ხელი ოფიციალურად უნდა გაეწერა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცმა თავდაპირველად სილამაზის სალონში, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ამის შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე რამდენჯერმე გაისმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი გასროლის შედეგად დაიჭრა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან სროლას თავი მაღაზიაში შეაფარა, თუმცა ყოფილმა მეუღლემ დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლისაა და 2 შვილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში 30 წლამდე ასაკის მამაკაცის მიერ ყოფილი მეუღლისთვის მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა