პრეზიდენტი ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გერმანიასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენას „სივრცედ ქმნილი ფერი“ გახსნას დაესწრო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გამოფენის დათვალიერებისკენ მოუწოდა. 50-მდე ნამუშევრის ნახვა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინა 18 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

,,ვახტან ბარდაველიძის შემოქმედება და ეს გამოფენა ნამდვილი აღმოჩენაა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. იგი საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო გერმანიაში და როგორც ხშირად ხდება, უცხოეთში უფრო დაფასებული, ვიდრე საქართველოში. დღეს, გამორჩეული პატრიოტიზმით ცნობილმა, მისმა ოჯახმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ნიშანდობლივია, რომ მხატვრის ცოლი და შვილები დაბრუნდნენ საქართველოში და დააბრუნეს ეს ძვირფასი კოლექცია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა