ამერიკა საუდის არაბეთში დამატებით ძალებსა და ტექნიკას გზავნის

პარასკევს პენტაგონმა დაადასტურა, რომ აპირებს საუდის არაბეთში დამატებით, დიდი რაოდენობით სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონათან ჰოფმანის განცხადებით, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ესპერმა ნებართვა გასცა დამატებითი ძალების, მათ შორის ორი მოერიშე ესკადრილიის, „პატრიოტის“ ორი ბატარეისა და მაღალმთიანი ზონის ტერმინალური თავდაცვის სისტემის განთავსების თაობაზე.

პენტაგონის განცხადების თანახმად, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცსა და თავდაცვის მინისტრს მუჰამედ ბენ სალმანს ამერიკის თავდაცვის მდივანმა უკვე აცნობა, რომ 14 სექტემბერს ნავთობობიექტებზე თავდასხმების შემდეგ, საუდის არაბეთის თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი ჯარების განთავსებას აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა