თბილისის საკრებულოში ღონისძიება „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღონისძიება ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ მიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციების საფუძველზე ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საღამოზე ქართულად თარგმნილი აფხაზური პოეზიის კრებულის ,,ნავეი და მზაუჩი“ პრეზენტაცია და ფილმის ,,ხიდის ორი მხარე“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მონაწილეობდა.

ღონისძიება პროგრამის ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა და სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნესის, დიასპორების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა