საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ირლანდიას დაუპირისპირდება. როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირლანდიასთან დაპირისპირებას ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად იყენებს, თუმცა ამბობს, რომ შეხვედრაში ეცდება, რომ მწვრთნელის რანგში ირლანდიას პირველი თამაში მოუგოს.

როგორც ვაისმა განაცხადა, ის შეკრებით კმაყოფილია. რაც შეეხება მეტოქეს, ნაკრების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ კარგი მწვრთვნელი ჰყავთ, რომელმაც საკუთარი სიძლიერე წინა შეხვედრებშიც დაამტკიცა. ვლადიმერ ვაისი მეტოქისგან სიურპრიზებსაც ელოდება.

„ჩვენ თამაშს ვიყენებთ ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად. ერთა ლიგის მოგება, კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ოცნების ასრულებას უდრის. მეტოქეს ჰყავს ფიზიკურად ძლიერი დაცვა, ამავდროულად მათი შეტევა კარგად მოქმედებს და არის სახიფათო. მეტოქეს დაუბრუნდა შეინ დაფი, რომელიც ირლანდიელების ერთ-ერთი ლიდერია და გამორჩეული ფეხბურთელია. ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან კარგი სათამაშო გარემო. მათთან თამაში შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, თუმცა ასე არ არის. ეს ნაკრები არის ჯგუფში პირველი და თამაშობს მაღალი ხარისხის ფეხბურთს. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას. როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი, მაშინაც ირლანდიას ფრე ვეთამაშეთ. ჩვენ მოვიგებთ ხვალინდელ შეხვედრაში, თუ თავდასხმაში კარგად ვითამაშებთ. მაგალითად, დანიასთან დაცვა და ნახევარდაცვა კარგი იყო, ამჯერად უნდა დავაბალანსოთ შეტევა და მივაღწიოთ შედეგს“, - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა და აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები ხვალინდელ შეხვედრაში ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად.

რაც შეეხება მის მომავალს, როგორც ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა, მისი ნაკრებში დარჩენის საკითხი იმ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რასაც გუნდი მომავალში აჩვენებს.

„ამ ეტაპზე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რა იქნება შემდეგი მატჩების შემდეგ. ჩემი წასვლა - არ წასვლა დამოკიდებულია შედეგებზე. ჩემი მომავალი და საქართველოს ნაკრების მომავალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა ვაისმა.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო