ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მილოცვაში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

„გიდასტურებთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მოიცავს ჩვენი მხრიდან, როგორც დღეს, ისე ევროკავშირიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგ, თქვენი შიდა რეფორმების შემდგომი პროგრესის ხელშეწყობას. გისურვებთ წარმატებებს“, - ნათქვამია მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა