შეერთებული შტატები საუდის არაბეთში დამატებით სამხედრო ძალებს გადაისვრის

შეერთებული შტატები საუდის არაბეთში დამატებით სამხედრო ძალებს გადაისვრის. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობის გადამაუშავებელ ქარხანაზე შეტევა განხორციელდა. შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა მომხდარში ირანი დაადანაშაულეს.

პენტაგონის ინფორმაციით, სამხედრო ძალები მოიცავს გამანადგურებელ რაზმებს, საჰაერო-საექსპედიციო დანაყოფსა და საჰაერო თავდაცვის პერსონალს.

შეგახსენებთ, დაძაბულობის ახალი ტალღა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 2018 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება დატოვა და ირანს სანქციები გაუმკაცრა.

ცნობისთვის, გუშინ აფეთქება მოხდა ირანის სახელმწიფოს მიერ კუთვნილ ნავთობის ტანკერზე წითელ ზღვაში. ოფიციალურმა თეირანმა საუდის არაბეთი „ტერორისტულ აქტში“ დაადანაშაულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს