ტაიფუნის გამო, იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი გადაიდო

იაპონიაში მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი, ახალ ზელანდიას და იტალიას და საფრანგეთსა და ინგლისს შორის, გადაიდო. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. მატჩების გადადების მიზეზად, სპორტსმენებისა და მაყურებლისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა სახელდება.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ტაიფუნმა „ჰაგიბისი“ იაპონიაში ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა, ხოლო 4 დაშავდა. მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შაბათს საღამოს, ტაიფუნი ბოლო 60 წლის მანძილზე, ყველაზე ძლიერ წვიმას დ ქარს გამოიწვევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა