ქურთი  ძალების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ 5 მეომარი საპატიმროდან გაიქცა

ქურთი ძალების ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ოპერაცია შესაძლებლობას მისცემს ჯიჰადისტებს, აღიდგინონ თავისი პოზიციები, რადგანაც, მათი ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მეომარმა უკვე დატოვა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საპატიმრო.

„როიტერსი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ქამიშლიში ავტომობილზე მომხდარ თავდასხმაზე. ინციდენტი, ქურთული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ქურთი სამხედროების განცხადებით, საპატიმროები „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთმა მებრძოლმა დატოვა. მათივე ინფორმაციით, ამავე საპატიმრო ბანაკებში გათავსებულმა ქალებმა, „ჯოხებით და ქვებით“ მიიტანეს შეტევა ქურთ სამხედროებზე, რომლებიც საპატიმროებს იცავდნენ.

შეგახსენებთ, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონების ქურთი ძალებისგან გაწმენდასა და ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის აღნიშნული რეგიონიდან ჯარები გაიყვანა. ქურთებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდნენ, ტრამპის ამ ნაბიჯს, „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა