მარიამ კუბლაშვილი - ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა

ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, მაშინ სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? - ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატი აღნიშნულით იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც საავადმყოფოდან ილია ჯიშკარიანის პირდაპირ ეთერში ჩართვას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ გუშინვე, დაზარალებულის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ განაცხადა, რომ ჯიშკარიანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ფეხზე იდგა.

„ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც ეს საზოგადოებამ ნახა. დღის ბოლოს, მისი მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა გადაცემაზე უარი ეთქვა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გადაცემის ანონსი გასული იყო და გუნდისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, უარი არ თქვა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? ამბობდა, ახლა შემიძლია და ვიდგებიო. თუ გვინდოდა, ჯიშკარიანის მომაკვდავი მდგომარეობა გადმოგვეცა, ჩვენს მიერვე ჩაწერილ ვიდეოს რატომ გავავრცელებდით?“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმისთან დაკავშირებით, დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს პერიოდულად გაასაჯაროვებს და რომ, დღეიდან ინტენსიური მუშაობა დაიწყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რასაც ბრალდების მხარეს გადასაცემს.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ახალი გარემოება, რაც მან საქმის მასალებში ნახა, თამთა თოდაძის მიერ ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაციაა. ადვოკატის განმარტებით, დაზარალებული თავისსავე ჩვენებაში ამბობს, რომ კომპიუტერის მონიტორი თავისი მაგიდიდან თავადვე გადააგდო.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს