„სამოქალაქო მოძრაობის" ორგანიზებით, „ლადოს ბაღში“ აქცია - „ლადო, დაგვიბრუნე ლადოს ბაღი“  გაიმართა

„ლადო, დაგვიბრუნე ლადოს ბაღი" - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა "სამოქალაქო მოძრაობის" ორგანიზებით „ლადოს ბაღში“. როგორც „ინტერპრესნიუსს” „სამოქალაქო მოძრაობიდან” აცნობეს, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მთაწმინდის მაჟორიტარს ლადო კახაძეს „ლადოს ბაღის" ხალხისთვის დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ „ლადოს ბაღი“ დაუბრუნდეს ქალაქს. ეს არის სოლოლაკში ერთადერთი სკვერი და ეს სკვერიც არის გაოხრებული, გაუბედურებული. მივმართავთ მთაწმინდის მაჟორიტარს ლადო კახაძეს, რომ შეასრულოს ის, რაშიც ხელფასს იღებს. მით უფრო, რომ არჩევნების წინ ის მოსახლეობას დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ამ ბაღის დასაბრუნებლად. მიდგეს-მოდგეს, რაც უნდა ის გააკეთოს და დაუბრუნოს ეს სკვერი ქალაქს,"- აღნიშნა აქციის მიმდინარეობის დროს „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

„ლადოს ბაღის" ტერიტორიაზე განლაგებული იყო ტრაფარეტები წარწერებით - "აქ უნდა თამაშობდნენ ბავშვები," "აქ უნდა სუნთქავდნენ," "აქ უნდა იყოს შადრევანი," "აქ უნდა იყიდებოდეს ნაყინი," "აქ ახალგაზრდობას უნდა იხსენებდნენ." ლადო კახაძეს, სკვერის მოსახლეობისთვის დაბრუნების მოთხოვნით, მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა და "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ლევან იოსელიანმაც მიმართა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას „ლადოს ბაღის" გადასარჩენად. ეს დაპირება მე მთაწმინდელებს მივეცი, როდესაც ვიყავი კანდიდატი და მიუხედავად შედეგისა, მე ვაგრძელებ დაპირების შესრულებას. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, მივმართავ ამჟამინდელ მაჟორიტარს, ლადო კახაძეს - დაუბრუნე ეს სკვერი მოსახლეობას. მით უფრო, რომ დღე-დღეზე საკრებულოში თბილისი 2020 წლის​ ბიუჯეტის განხილვა დაიწყება. ჩვენ ბრძოლას იქამდე არ შევწყვეტთ, სანამ ეს ადგილი სოლოლაკელების საკუთრება არ გახდება." - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

„ამაღლების #40-ში მდებარე „ლადოს ბაღი" ერთადერთი რეკრეაციული ზონაა სოლოლაკში. დღეს ბაღში სავალალო ვითარებაა. ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია სავსეა ნაგვით. სივრცე, რომელიც ადრე საზოგადოებრივი იყო, დღეს ანტისანიტარიის ბუდეა. ტერიტორია წლების წინ, კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა. მას შემდეგ ბაღმა, ფუნქცია დაკარგა და სანაგვედ გადაიქცა“, - ნათქვამია „სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა