გაგი მოსიაშვილი - თემურ აბაზოვის მიმართ მფარველობას ადგილი არ ჰქონია - მისი საპატიმროდან გათავისუფლება წარმოადგენს სასამართლოს სამართლიან  გადაწყვეტილებას

თემურ აბაზოვის მიმართ არანაირი სახის მფარველობას ადგილი არ ჰქონია. მისი საპატიმროდან გათავისუფლება წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მოსიაშვილი საზოგადოებას, მათ შორის, ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ თემურ აბაზოვის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, ნაადრევი და არასწორი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„2019 წლის 6 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ სატელევიზიო ბადეში გადაცემის „მთავარი აქცენტები” მიმდინარეობისას, გადაცემის წამყვანმა ბატონმა, ნიკა გვარამიამ, ბატონი თემურ აბაზოვი წარმოაჩინა, როგორც მოძალადე. წამყვანმა თავის კომენტარში აღნიშნა, რომ „თემურ აბაზოვი არის კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებული“, „ეს დანაშაული დადასტურებულია, მაგრამ გარეთ არის“, „აბაზოვი იმყოფება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ქვეშ და არის მისი „გვარდიის“ წევრი”. აღნიშნული განცხადება სწორედ, რომ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად“. მიუხედავად იმისა, რომ თემურ აბაზოვის შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ჟურნალისტის მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა აბაზოვი, როგორც მოძალადე და დანაშაულის ჩამდენი პირი.

გადაცემის მიმდინარეობისას, ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არის ცილისმწამებლური განცხადება. მეტიც, წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმციის არსებით დარღვევას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბატონი თემურ აბაზოვის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჟურნალისტის მიერ საჯარო სივრცეში მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადება პირის დამნაშავედ გამოცხადების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას, არამედ საქართველოს კონსტიტუცის 31-ე მუხლს, საქართველოს სსსკ-ის მეხუთე მუხლსა და ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის მეექვსე მუხლით დადგენილ ქცევის წესს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე, მათ შორის, არც ბრალის წარდგენისა და არც აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის დროს, არანაირი სახის მფარველობას ადგილი არ ჰქონია თემურ აბაზოვის მიმართ, მისი საპატიმროდან განთავისუფლება წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოების წევრებს, მათ შორის ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ ნაადრევი და არასწორი დასკვნების გაკეთებისგან, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.

პ.ს. დაცვის მხარე მზად არის დაადასტუროს სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში ბატონ თემურ აბაზოვის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებაში”,-ნათქვამია გაგი მოასიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს