თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ ქართულ-ოსურ  ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიმართება

13 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება მიხეილ ყიფიანსა და კოსტა ხეთაგუროვს. ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი და ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ღონისძიებაზე განიხილება: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები, მიგრაცია. კონფერენციაზე იმუშავებს 10 სექცია. მათ შორის, სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; გ. ახვლედიანის საზოგადოება.

ღონისძიება 10:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის, 107 აუდიტორიაში დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა