ტაიფუნ „ჰაგიბისს“ იაპონიაში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა

იაპონიაში ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, 126-მა კი სტიქიის შედეგად სხვადასხვა დაძზიანება მიიღო.

გარდაცვლილი ადამიანები ჩიბას, გუნმას, კანაგავასა და ფუკუშიმას პრეფექტურებიდან არიან. რთული სიტუაცია ნაგანოს პრეფექტურაში შეიქმნა, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ქვეყანაში 425,000 ოჯახი ელექტროენეტგიის გარეშეა დარჩენილი.

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა და შესაბამის სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა.

ხელისუფლებამ 6 მილიონი ადამიანის ევაკუირების რეკომენდაცია გასცა.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს