საუდის არაბეთის მეფე ამერიკული ჯარის ქვეყანაში განლაგების მომხრეა

საუდის არაბეთის მეფემ და პრინცმა ამერიკული ჯარის ქვეყანაში განლაგებას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საუდის არაბეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს. მათი ინფორმაციით, სამხედრო ძალები მოიცავს მოიერიშე დივიზიონებს, საჰაერო დანაყოფსა და საჰაერო თავდაცვის პირად შემადგენლობას.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზადაა, საუდის არაბეთში ამერიკული ჯარის განლაგებისთვის საჭირო თანხები გამოყოს.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა. შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა მომხდარში ირანი დაადანაშაულეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა