იაპონიაში გემის ჩაძირვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო იაპონიაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი Jia De ჩაიძირა. უბედური შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა 6 კი - დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას kyodonews-ი იაპონიის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხომალდი მოსალოდნელი ტაიფუნის გამო ტოკიოს ყურეში იყო გაჩერებული. გემზე მყოფი ეკიპაჟის 12 წევრიდან მხოლოდ ოთხის გადარჩენა მოხერხდა. გემის ბორტზე მიანმარის 3, ვიენტამის 2 და ჩინეთის 7 მოქალაქე იმყოფებოდა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, სტიქიას 23 ადამიანის სიცოცხლე ესხვერპლა. 16 ადამიანი კი ჯერ-ჯერობით დაკარგულად ითვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო