ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - მას არ სურდა ყოფილი მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ კი მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ლარისა ჩადუნელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახული არ ჰქონდა თავისი ყოფილი მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა და შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც ადვოკატმა გორის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინება, ბრალდებულს შეუთანხმებს, თუ რა სახის შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოში.

„მე უნდა შევიდე და მოხდეს შეთანხმება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შევჯერდებით. რა თქმა უნდა, ბრალდებულს წარედგინება ბრალი და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას და მოქმედებას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ბრალდებული მოსალაპარაკებლად ხელყუმბარით იყო თუ არა მისული, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის“.

„ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული იყო მისული და განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლის მოსპობა. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 10 წუთამდე, ისინი საუბრობდნენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლო ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

იხილეთ ვიდეო: "მოსალაპარაკებლად "ლიმონკით" იყო მისული?!" - რას ამბობს ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა