პროკურორი ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

გორის რაიონული სასამართლო ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის ირაკლი დეკანოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ირაკლი დეკანოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას აყენებს. ამის საფუძვლად პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებს, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხეს, ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობის ფაქტს (პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა).

ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას პატიმრობის შუამდგომლობაზე ეთანხმებიან, თუმცა, 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას არ იზიარებენ. ასევე, აცხადებენ, რომ წარსული ნასამართლეობა ბრალდებულს გაქარწყლებული აქვს და ეს ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა განიხილოს. თავად დეკანოიძეც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა