გორის სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონული სასამართლომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა.

ამის საფუძვლად პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებდა, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხეს, ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობის ფაქტს (პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა).

ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას პატიმრობის შუამდგომლობაზე დაეთანხმნენ, თუმცა, 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას არ იზიარებენ. ასევე, აცხადებდნენ, რომ წარსული ნასამართლეობა ბრალდებულს გაქარწყლებული აქვს და ეს ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა განიხილოს.

თავად დეკანოიძეც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

წინა სასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს ჩაინიშნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო