თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„სამხედრო ოპერაცია მოსახლეობის გადაადგილების, რეგიონის დესტაბილიზაციისა და „ისლამური სახელმწიფოს“ აღდგენის საფრთხეს ქმნის,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში, სპეციალურად დაცული ბანაკებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 785 მებრძოლი გაიქცა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა ორი დღის წინ თურქეთში იარაღის ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, ანკარამ კი განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები თურქეთს „მხოლოდ აძლიერებს.“
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.