ბუდაპეშტის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემების თანახმად, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გერგეი კარაჩონიმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხმების 74.4%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარაჩონიმ არჩევნებში ამომრჩეველთა 50.1%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, მისმე მეტოქემ, მმართველი პარტია „ფიდესის“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ისტვან ტარლოსმა კი - 44.8%.

„ეს უნგრეთის შევცლისკენ წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ბუდაპეშტს ევროპაში დავაბრუნებთ,“ - წერს გერგეი კარაჩონი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

ისტვან ტარლოსმა დამარცხება აღიარა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა.

წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციურმა პარტიებმა უმრავლესობა - 17 ადგილი - მოიპოვეს ბუდაპეშტის გენერალურ ასამბლეაშიც, სადაც 14 ადგილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“, ორი კი - დამოუკიდებელ კანდიდატს ერგო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბუდაპეშტში გუშინ გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა