თსუ-მ პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა

ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებზე დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლის, დეტროიტელი არტისტის, “soulful” ტექნოს შემქმნელის კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, საღამოზე მისულ სტუდენტებს სწავლის დაწყება რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა.

„ძალიან მაგარი ღონისძიებაა. სპეციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული 5 ათასამდე პირველკურსელისთვის საღამო წაიყვანა ძალიან ცნობილმა არტისტმა კერი ლარკინმა. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ყველა პირველკურსელს დაამახსოვრდება“, - განაცხადა თსუ-ს რეტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„დღევანდელი საღამო გამორჩეულია, რადგან საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად სტუმრად გვყავს თავის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული და აღიარებული კენი ლარკინი. ვეცადეთ, რომ პირველკურსელებისთვის მოგვეწყო განსაკუთრებული საღამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი,“- აღნიშნა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.

ცნობილი არტისტის ელექტრონულ მუსიკაზე თსუ-ს 8 ათასამდე სტუდენტი გაერთო. „არაჩვეულებრივი სიტუაციაა, შესანიშნავი მუსიკაა. გადაღლილი აბიტურიენტებისთვის ეს არის მშვენიერი განტვირთვა,“- განაცხადა თსუ-ს პირველკურსელმა სტუდენტმა ვერიკო ტატიშვილმა. სტუდენტ გოგა ხიმშიაშვილის თქმით, თსუ-მ მისი მოლოდინი გაამართლა. „უნივერსიტეტში სწავლა დავიწყეთ და ასეთი დახვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნა მან.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ „TSU Welcome Party 2019”-ს, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა, თავად კენი ლარკინი გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე და მას გასაოცარი საღამო უწოდა.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 5 ათასამდე პირველკურსელი შეემატა. თსუ 7 ფაკულტეტის 200-ზე მეტ პროგრამაზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო