თურქეთის სანაპიროზე მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, მეორეს კი მაშველები ეძებენ

თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, მეორეს კი მაშველები ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, თურქეთის სანაპირო დაცვამ 35 მიგრანტიდან 33-ის გადარჩენა შეძლო. დაკარგული ბავშვის სამძებრო ოპერაცია კი გრძელდება.

უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები ეგეოსის ზღვის გავლას და ევროპაში არალეგალურად გადასვლას ცდილობდნენ.

არალეგალური მიგრაცია ახლო აღმოსავლეთში არეულობის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, საიდანაც მიგრანტები ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს თურქეთში 268 000 არალეგალი მიგრანტი დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა