დავით ბაქრაძე - ჩვენი პოლიტიკური განაცხადია,  რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება

ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალ წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, არ ემუქრებათ ხიფათი, არასტაბილურობა და შურისძიების ახალი ტალღა, როგორც იყო 2012 წელს”.

„განსხვავება შურისძიებას და კანონის უზენაესობას შორის გახლავთ ეს, რომ კანონის უზენაესობის პირობებში დაცულია კანონი, ხოლო შურისძიების პირობებში დგება იმ ადამიანების სია, ვის მიმართაც უნდა მოიძებნოს დარღვევა და წავიდეს ციხეში, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ” გააკეთა 2012 წელს.

მთავარი განსხვავება გახლავთ სწორედ ეს. ჩვენ არ ვადგენთ შურისსაძიებელი

ადამიანების სიას, იმ ადამიანების სიას, ვინც უნდა დაისაჯოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. არავის დასჯა არაა ჩვენი ამოცანა. ჩვენი განაცხადია, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისგება არის კანონის უზენაესობის ნაწილი”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო