ზვიად კუპრავას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მსჯავრდებული ზვიად კუპრავას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კუპრავას ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა.

როგორც მარიკაშვილი განმარტავს, კუპრავას საჩივარი სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

„ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის საშუალებას სააპელაციო სასამართლოს კანონი აძლევდა, თუმცა, ვთვლი, რომ სასამართლომ თავიდან აირიდა დამატებითი ხმაური. სასამართლო სწორად არ მოიქცა, ვინაიდან ჩვენი პოზიციის ზეპირად დაფიქსირების საშუალება არ მოგვცა. საქმე პრეცედენტულია, აქამდე მსგავსი საქმე სასამართლოს არ განუხილავს, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, სასამართლოს ჩვენი განმარტებები მოესმინა და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიდგომა გააგრძელა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის შენარჩუნებას რეპრესიები სჭირდება თუნდაც, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, რომელიც სასამართლოს სხდომის დარბაზში არ ყოფილა გამოთქმული. სასამართლოს ავტორიტეტის დამტკიცებას რეპრესიები კი არ სჭირდება, სასამართლოს ავტორიტეტს განამტკიცებდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე იქნებოდა. სასამართლო სამოტივაციო ნაწილში უთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს, მორალურ ზიანს აყენებს დაზარალებულს და აკნინებს საზოგადოების თვალში სასამართლო განხილვის აღმზრდელობითი ხასიათის მნიშვნელობას. შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ხელი შუწყოს და დაიცვას მისი, როგორც აღმზერდელობითი ხასიათის მექანიზმის ფუნქცია“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატა, ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას თავისუფლებების აღკვეთა 9 თვის ვადით განუსაზღვრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს