ნიკა ჩიტაძე - დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხაროა საქართველოსთვის და საერთაშორისო რეგიონული თანამშრომლობისთვის

დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხაროა როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო რეგიონული თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, შესამჩნევი გეოპოლიტიკური გავლენა მოახდინოს ჩვენს რეგიონზე.

„ერთი მხრივ, შესაძლებელია გამტკიცდეს თურქეთის პოზიციები უშუალოდ სირიაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც დასახლებულია ეთნიკური ქურთებით, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა, მოხდეს შეტაკება სირიის სამთავრობო ძალებსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. ეთნიკურმა ქურთებმა, რომლებიც თავის დროზე გამოდიოდნენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მიმართეს სირიის ცენტრალურ მთავრობას, რათა ის ჩაერიოს კონფლიქტში და აღმოფხვრას თურქეთის საქმიანობა სირიის ტერიტორიაზე “, - განაცხადა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტის მოსაზრებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, თურქეთის წინააღმდეგ სანქციები განამტკიცოს, რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც მოახდენს გავლენას.

„თუ თურქეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განამტკიცა სანქციები, ბუნებრივია, ეს თურქეთის ლირაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, რაც ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე. თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი პარტნიორია სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს მართებს მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თბილი ურთიერთობები, როგორც თურქეთთან, ასევე დასავლეთთან. საქართველო უბრალოდ უნდა შემოიფარგლოს განცხადებით, რომ მხარს უჭერს სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას“, -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

გარდა ამისა, სირიაში განვითარებილი მოვლენებიდან გამომდინარე ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, რუსეთის დახმარებით ასადის რეჟიმმა სირიაში პოზიციები გაიმტკიცოს.

„შესაძლოა, 100 000- მდე ეთინკურად ქურთი იქცეს ლტოლვილად და მათი ნაწილი კვლავ მიაწყდება ევროპას. დღეს ასადის რეჟიმი აკონტროლებს სირიის ტერიტორიის 70 %-ზე მეტს, თუმცა ვერ აკონტროლებს იმ ტერიტორიას, რომელიც ეთნიკური ქურთებით არის დასახლებული და შესაძლოა, რუსეთის დახმარებით ასადმა გაიმტკიცოს პოზიციები,” - განაცხადა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა