მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის განცხადებით, თუ მეუფე პეტრეს შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაძლოა, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, თუკი ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაძლოა, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი თავად მღვდელმთავარმა უნდა დააყენოს სინოდზე.

„ეს განხილვის საგანი იქნება, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენზე არაა დამოკიდებული. თვითონ მღვდელმთავარმა უნდა დააყენოს ეს საკითხი, თუ მას ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო