კახა კალაძე - “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სუს-ის ხელმძღვანელად წარმოდგენილი, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა?

პარტია “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილი? “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა უნდა იყოს წარმოდგენილი?”,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული პირია.

კალაძის განცხადებით, არ არის სწორი მიდგომა, როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. მისივე თქმით, თითოეულ უწყებას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს.

“დღეს მმართველი პარტია გახლავთ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”. მისი ლიდერი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი ანუ პარტია “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ვინ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოდგენილი? “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატურა უნდა იყოს წარმოდგენილი? არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ მაქსიმალურად ვისმენდით ამ წლების განმავლობაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა საქმეში, ის იღებს გადაწყვეტილებებს - ეს არის არასწორი დამოკიდებულება. ყველა უწყებას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა თავიანთი უწყებისთვის”,- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს