სირიის სამთავრობო ძალებმა  ჩრდილოეთ რეგიონისკენ გადაადგილება დაიწყეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილისკენ გადაადგილება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამთავრობო არმიის დანაყოფი ქალაქში შევიდა, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარეს ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლია დაღუპული.

ქურთებს და სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შეთანხმება იქნა მიღწეული და სირიის მთავრობა თურქეთის საზღვარზე ჯარებს განალაგებს.

სირიელმა ქურთებმა რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ ისინი ასადის მთავრობას ჩრდილოეთ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის შესახებ შეუთანხმდნენ, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა