ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე  თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საელჩო ლიეტუვაში ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის მიზნით თბილისობას ვილნიუსში უკვე მეხუთე წელია მართავს. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღესასწაული მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ლევან ღვაჩლიანმა.

მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა დაძმობილებულ ქალაქებს, თბილისსა და ვილნიუსს, შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. წელს, საქართველოს და ლიეტუვის დედაქალაქები პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, თბილისობაზე მოსული სტუმრებისათვის ქართული სიმღერები შეასრულეს ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებმა.

ამასთანავე, გაიმართა ფოტოგამოფენის „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“ და ლიეტუვაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნიკოლოზ გამხიტაშვილის ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნა „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლი“ და გაიმართა ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრების პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრნენ ლიეტუვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ლიეტუვაში მცხოვრები ქართული სტუდენტების და დიასპორის წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს