ანა დოლიძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ ახალი ინიციატივით გამოდის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს ლუდომანიის წინააღმდეგ ახალი ინიციატივა აქვს. როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ის აპირებს სამოქალაქო ჯგუფების გაერთიანებას და ხელისუფლებისთვის აღნიშნული სფეროსთვის პოლიტიკის შემუშავების მოთხოვნას.

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის დამოკიდებულების ფორმა - მას ჰქვია ლუდომანია და ის ვითარდება როგორც დაავადება, როდესაც რაღაც ეტაპზე ადამიანი უკვე თვითონ ვერ აკონტროლებს თავის თავს და ცდილობს მოახდინოს რესურსების მოპოვება იმისთვის, რომ წავიდეს და ითამაშოს. აქედან არის პრობლემების მთელი ციკლი და უამრავ ციფრებს დავდებთ ამაზე. მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ვისაუბრე, უამრავი ჯგუფი გამომეხმაურა. ლევან გოგიჩაიშვილი ძალიან აქტიურად არის ამაში ჩართული და ლევანთან ერთად მოხდება ეს ინიციატივა, ასევე არის ორგანიზაცია, რომელიც მე გავიცანი და რომელთა ღვაწლს მე ძალიან ვაფასებ, ეს არის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. გამომეხმაურა უამრავი სამოქალაქო ჯგუფი, რომლებმაც თქვეს, რომ მოდით, რამე ვქნათ. ჩემი ინიციატივა იქნება, გავაერთიანო ეს სამოქალაქო ჯგუფები იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პოლიტიკის შემუშავება ამ სფეროში. შედგება კონკრეტული დღის წესრიგი, ჯერ რეკლამასთან დაკავშირებით, თავისი დასაბუთებით და თავისი საჯარო ადვოკატირების კამპანიით“, - განაცხადა გადაცემაში ანა დოლიძემ და იქვე მადლობა გადაუხადა „პალიტრამედიას“ იმისთვის, რომ ჰოლდინგის არც ერთ პლატფორმაზე აზარტული თამაშების რეკლამირებას არ ახდენს.

„პალიტრამედიას“ მინდა მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ის იშვიათი გამონაკლისია უამრავი სხვა საშუალებიდან, რომელმაც დაიჭირა მორალური ხაზი და როგორც ვიცი ის არ არეკლამებს არც ერთ პლატფორმაზე აზარტულ თამაშებს. ის ამით ძალიან დიდ შემოსავალს აგებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები იმიტომ კი არ აკეთებენ რეკლამს, რომ უყვართ აზარტული თამაშები, უბრალოდ უკან არის სერიოზული რამდენიმე მილიარდიანი ბიზნესი. დიდი მადლობა „პალიტრამედიას“ ამ მორალური პოზიციისთვის და კოალიციის სახელით სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მათთან“, - დასძინა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს