ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი გასცა

ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე პაბლო ლარენამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუჩდემონის დასაპატიმრებლად ორდერი გასცა. ამის შესახებ El Pais იუწყება.

ორდერში აღნიშნულია, რომ პუჩდემონი ეჭვმიტანილია ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვაში 2017 წელს, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

პუჩდემონი ესპანეთიდან ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, 2017 წელს ბელგიაში გაიქცა.

ცნობისთვის, დღეს დილით ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიელ სეპარატისტთა 9 ლიდერს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, რომლებსაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმში მონაწილეობა ბრალდებათ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა