ირანმა ბუნებრივი აირის ახალი მარაგის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

ირანმა ბუნებრივი აირის ახალი მარაგის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ოფიციალური თეირანის ცნობით, ბუნებრივი აირის ახალი საბადო 400 მილიონი ბარელი გაზის კონდენსატის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რაც ჯამში 40 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

ბუნებრივი აირის საბადო სპარსეთის ყურის სიახლოვეს, ირანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ფარსის პროვინციაშია და დაახლოებით 540 მილიარდ კუბურ მეტრ ფაზს მოიცავს.

„გეოფიზიკური კვლევითი ტექნიკების მეშვეობით ჩვენ გვაქვს პოტენციალი აქამდე გამოუყენებელი ნავთობისა და გაზის საბადოები ვიპოვოთ, რაც ცალსახად აისახება ირანის ეროვნულ სიმდიდრეზე“, - განაცხადა ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, რეზა დეგანმა პრესკონფერენციაზე.

ოფიციალური თეირანის განმარტებით, აღმოჩენა ირანისთვის ხელსაყერელ დროს გაკეთდა მაშინ, როდესაც ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მძიმე ეკონომიკურ წნეხს განიცდიდა, რომელიც ქვეყანას ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე უარის თქმას აიძულებს.

„ამერიკას არ შეუძლია ირანის ნავთობის წარმოება შეაჩეროს. სანქციები ვერ შეაჩერებს ირანის ნავთობის ინდუსტრიას. ჩვენ აქტიურები, ცოცხლები ვართ“,- განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა, ბიჯან ნამდარ ზანგანამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა