ეკონომიკის სამინისტრო - ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნათია თურნავასთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც საუბარია მინისტრის მიერ მონაწილეობის მიღებაზე თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემაში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველოს ვეტერანი ავიატორების სახელით პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ დღესაც გააგრძელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელება. საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის მიერ დღეს მედიაში გავრცელებულ წერილს ავიატორებისადმი, იგი ნამდვილად ეკუთვნის ქალბატონ ნათია თურნავას, მაგრამ დაწერილია 2004 და არა 2005 წელს, როგორც ამას აღნიშნავს დეპუტატი.

უფრო მეტიც, ხსენებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნათია თურნავა იმ დროსაც პრივატიზების პროცესის გამჭვირვალე და სამართლიანი გზით ჩატარების მომხრე იყო, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა სამინისტროდან მისი წასვლის შემდეგ, ეს კითხვა ბატონმა დეპუტატმა ნათია თურნავას მისამართით არ უნდა დასვას”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა