სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო  ლტოლვილთა რაოდენობა 160 ათასამდე გაიზარდა

მოსახლეობის რაოდენობამ, რომელიც თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, 160 ათასი შეადგინა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის სტეფან დიუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა.

„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში სერიოზულად არის შეშფოთებული სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გამოიწვია ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება და დაჭრა, ასევე, სულ მცირე, 160 ათასი სამოქალაქო პირის გადაადგილება“, - აღნშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიის ჩრდილოეთით, სადაც ქურთები ცხოვრობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა