ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილის პოზიცია, რომელიც გვერდს უვლიდნენ ავტორიტარიზმთან დაკავშირებით კითხვას, გაუგებარი და მიუღებელია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილის პოზიცია, რომელიც გვერდს უვლიდნენ ავტორიტარიზმთან დაკავშირებით კითხვას, გაუგებარი და მიუღებელია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ სულ ორი მოსამართლეობის კანდიდატი მახსენდება, თადუმაძე და გეწაძე, რომლებმაც პირდაპირ განცხადება გააკეთეს ავტორიტარიზმთან დაკავშირებით, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სხვა მოსამართლეების განცხადებები, რომლებიც გვერდს უვლიდნენ ამ კითხვას, ჩემთვის ცოტა გაუგებარიც და მიუღებელიც იყო - ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ. მამუკა მდინარაძემაც ერთ-ერთ კითხვაში გააკეთა მინიშნება, ხომ არ აკეთებენ კანდიდატები იმას, რომ არ წვავენ ხიდებს წინა ხელისუფლებასთან. იმედია, რომ ეს ასე არ არის. მე გავიმეორებ, ასეთი პასუხები არის ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარი. ჩემთვის ეს პასუხები იქნება ერთ-ერთი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა იყო ამის მიზეზი და იმედი მაქვს, მიზეზი არ იყო რაღაც უარყოფითი. შეიძლება რაღაც კომპლექსების ბრალია, მიზეზი რა არის არ ვიცი, უნდა გავარკვიოთ ასეც და ისეც ჩემთვის მიუღებელია და გაუგებარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა