პუტინმა და საუდის არაბეთის მეფემ სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შორის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც მათ ორ ქვეყანას შორის სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

„სამხედრი და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი გაგრძელება,“- განაცხადა კრემლის პრე-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა რუსეთის მიერ საუდის არაბეთისთვის სუ-400 ტიპის რაკეტების მიწოდების საკითხი, პესკოვმა უპასუხა, რომ ჯერ-ჯერობით კონკეტულად ვერაფერს იტყოდა, თუმცა „გეგმები არსებობს.“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გუშინ ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემართა. რუსული მედიის ინფორმაციით, „ლიდერებმა ნავთობთან დაკავშირებული კოორდინირებული მოქმედება, სპარსეთის ყურეში არსებული სიტუაცია და ისრაელი-პალესტინის კონფქლიქტთან დაკაშირებული საკითხები განიხილეს.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა