იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როოტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ კი 200-ს გადააჭარბა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ტაიფუნმა ფუკუშიმას პრეფექტურაში გამოიწვია, სადაც სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის დედა-შვილი გარდაიცვალა.

24,000 ოჯახი ელექტროენერგიის, 138,000 კი - წყლის მიწოდების გარეშეა დარჩენილი.

იაპონელი სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ „ჰაგიბისი“, რომელიც ქვეყანას რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა