ბარსელონაში კატალონიელი სეპარატისტი ლიდერებისთვის პატიმრობის მისჯას მასშტაბური არეულობა მოჰყვა

ბარსელონაში კატალონიელი სეპარატისტი ლიდერებისთვის პატიმრობის მისჯას მასშტაბური არეულობა მოჰყვა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ასობით ადამიანმა გააპროტესტა. ისინი ბარსელონას აეროპორტში შეიჭრნენ და ერთ-ერთი ტერმინალი დაიკავეს. შედეგად 100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. მანამდე აქტივისტებმა გადაკეტეს აეროპორტამდე მისასვლელი გზები, პარალიზებული იყო სარკინიგზო სისტემაც.

აეროპორტის ტერიტორიაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. გარდა ამისა, კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა ბარსელონას ცენტრში მასშტაბური აქცია გამართეს. შეფერხდა მეტროს მუშაობა და საგზაო სატრანსპორტო გადაადგილება.

შეგახსენებთ, გუშინ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცხრა კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლიდერებს ბრალი ედებათ 2017 წელს აჯანყება და საჯარო სახსრების ბოროტად გამოყენება.

იხილეთ ვიდეო: ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა აქციების შედეგად აეროპორტის და მეტროს მუშაობა შეფერხდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა