ზურაბ ჭიაბერაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება არის გაცნობიერება, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს და ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა მოუწევს

ირაკლი კობახიძის განცხადება არის გაცნობიერება, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს და ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა მოუწევს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კოალიციის თაობაზე, რომელიც მან „პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.

ჭიაბერაშვილის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება, თუმცა „ქართული ოცნების” გარეშე.

„ისინი ქაოსს დატოვებენ თავის შემდეგ და მღვრიე წყალში ივანიშვილი თევზის დაჭერას შეეცდება, ამის მოლოდინი ნუ ექნებათ. ქართული საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი მობილიზებულია, რომ ივანიშვილს, რაც შეიძლება მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ ჩამოსცილდეს ძალაუფლება არჩევნების გზით. ეს არჩევნებზე მოხდება აუცილებლად და რა თქმა უნდა, უცხადესია, რომ ქვეყანას 2020 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობა ეყოლება, ოღონდ არა „ქართული ოცნების” მონაწილეობით, არა ბიძინა ივანიშვილის პილიტიკაში დარჩენით და მთავარი ამოცანა იქნება, რომ პრობლემები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დააგროვა-სიღარიბე, ფასების მატება, უმუშევრობა, დაძლეულ იქნას”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა