გიორგი ვოლსკი დელეგაციასთან ერთად, ბელგრადში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ, სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟარკო ობრადოვიჩთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დუბრავკა ფილიპოვსკისთან, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მხარეებმა სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო, როგორც რეგიონში მიმდინარე, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, იოსებ ნანობაშვილი და სერბეთის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული, ილია კობერიძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა