თბილისის მეტროსთვის 40 ახალი ვაგონის შესყიდვა იგეგმება

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტი მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პროექტზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, მეტროს სისტემაში იცვლება ძალოვანი კაბელები და გამნიავებელი სისტემა.

„მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, შესაბამისად, იქ არსებული სიტუაცია არ არის დამაკმაყოფილებელი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ვაგონების თვალსაზრისით, ასევე მეტროსადგურებსა და გვირაბებში არსებული სიტუაცია. ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება, დაახლოებით 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანიკაბელები შეიცვლება, ასევე მთლიანად შეიცვლება გამნიავებლების სისტემა, თავისი აგრეგატებით და მომავალი წლის ივლისში დამთავრდება ეს სამუშაოები. პარალელურად ჩვენ ვახორციელებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, თუმცა დღეს ყველა რესურსი ამოწურული გვაქვს, აღარ დარჩა ვაგონები, რომლის შეკეთებაც არის შესაძლებელი, ამიტომ დავიწყეთ ახალი ვაგონების შესყიდვა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა და ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ვაგონების შესყიდვა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ამ შესყიდვის შემდეგ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ მეტრო მთლიანად განვაახლოთ. პარალელურად, დაგეგმილი გვაქვს სადგურების რეაბილიტაცია“,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა