შეუწყვეტს თუ არა მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას, ხვალ გახდება ცნობილი

15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მინისტრის განცხადებით, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება.

მისივე თქმით, „შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე, კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას“.

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ ვალდებულებების თაობაზე, რომელთა შესრულების ვადა დგება დღეს 15 ოქტომბერს. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, როგორც ყველასთვის ცნობილია, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება როგორც საკუთარი კაპიტალის მოძებნის ნაწილში, ასევე, წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ბანკებთან 400 მილიონ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება. ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება, უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებისგან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულება არის წარადგინონ საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები, 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომლებიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში, საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე, კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება. ვინაიდან კონსორციუმის მხრიდან რეკომენდაციის წარმოდგენის ვადა იწურება 2019 წლის 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს, ანუ ხვალ, გაცნობოთ ამ ვალდებულებების ვადების შესრულების თაობაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს