თბილისის მერიამ პარასპორტსმენებისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პარასპორტის განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ შექმნილი პარასპორტის ცენტრის საქმიანობა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

„იცით, რომ ჩვენ დედაქალაქში ძალიან კარგი პროექტი გავაკეთეთ, პარასპორტის განვითარების ცენტრი შევქმენით და მისი დაარსებიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს ამ ცენტრის საქმიანობა. ამ ცენტრის გახსნამ ხელი შეუწყო პარასპორტსმენების წარმატებებს როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო დონეზე. ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ გამოვყავით დაახლოებით 410 000 ლარი იმისთვის, რომ გარკვეული ხელშეწყობა ყოფილიყო ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მიმართ და შევისყიდეთ 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომლითაც ისინი გადაადგილებას შეძლებენ ყოველდღიურ რეჟიმში“, . - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიკროავტობუსების სურათები წარადგინა და განმარტა, რომ პარასპორტის ცენტრს 7 ასეთი ტრანსპორტი ემსახურება. ასევე, კახა კალაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეწყობა პარასპორტსმენებისთვის, რომლებსაც თავიანთი შრომითა და საქმიანობით ქვეყნისთვის წარმატებები მოაქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო