მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი დრო მოთხოვნილი არ არის

დამატებითი დრო ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შესასრულებლად, მოთხოვნილი არ არის, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მოითხოვა თუ არა კონსორციუმმა დამატებითი ვადა ან ამ ვადის ფორსმაჟორად ჩათვლა, იმიტომ, რომ ხაზარაძის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მათ ხელი შეუშალა ინვესტორებთან მოლაპარაკებებში.

„დამატებითი დრო მოთხოვნილი არ არის. რაც შეეხება ფორსმაჟორს ან ნებისმიერი სხვა შეტყობინების შინაარსს, კონფიდენციალურობის მუხლის მოთხოვნით კონსორციუმის მხრიდან, ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ხაზარაძესთან დაკავშირებული პროცესები ვერ იქნება განხილული, როგორც რაიმე ფორსმაჟორი კონსორციუმისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს